ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს და ადვოკატს შეხვდა
გენერალური პროკურორი ამერიკელ მოსამართლე მარკ სპეისერს და ადვოკატ რობერტ თრექმანს შეხვდა . შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. განიხილეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატის და ფუნქციონირების, უწყების დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები.
