„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით გავრცელებული ინფორმაცია რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე არასწორია
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას შეესაბამება და გავრცელებული ინფორმაცია რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე არასწორია. ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ პაციენტისთვის, მკურნალობის აუცილებელ კომპონენტს სრულფასოვანი კვება წარმოადგენს, რაც ამ შემთხვევაში არ ხდება. ექიმების განმარტებების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და საზღვარგარეთ მის გადაყვანს ითხოვს.
