თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი იზრდება
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და ის მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია. 530 მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად – 211 მილიონი. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის კი 500 მილიონი ლარი.
