აფხაზეთიდან გადმოსვენებულებს დღეს დაკრძალავენ
ამ წუთებში კი სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. რვა სამხედროსა და სამი სამოქალაქო პირის გადმოსვენება 30 წლის შემდეგ მოხერხდა. სამ მებრძოლს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.
