ქართული ლეგიონი, რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს
სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას იწვევს- ამ გაფრთხილების გარეშე ქართული ლეგიონი, რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს, ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. თანხა კი ორი ათას დოლარზე მეტს შეადგენს. ამის დამადასტურებელი პირადი მიმოწერაც გამოქვეყნდა.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები