გერმანიის ფინანსური დახმარება ბათუმს
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მილიონი ევრო გამოიყო. მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის შესაბამისი სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა.პროექტი ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას ითვალისწინებს.
