მამუკა მდინარაძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე გადაცემა "იმედი ლაივში" ისაუბრა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ სააკაშვილი თვითდაზიანებას შეგნებულად იყენებს, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. მან ასევე „ემპათიის“ დასკვნაზე ისაუბრა და სააკაშვილის მოწამვლის თემაზე თქვა, რომ სიცრუეა.
