მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა გადაცემა "იმედი ლაივში" ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პაციენტის პარამეტრები შეესაბამება ზოგადი პროფილის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას, სადაც ამ დროისთვის მიხეილ სააკაშილი იმყოფება და გავრცელებული ინფორმაცია რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე არასწორია.
