საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოშია
ლუქსემბურგიც საქართველოს მხარდამჭერია. საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთ ევროპულ სახელმწიფოშია. შეხვედრა შედგა პარლამენტის ვიცე- პრეზიდენტს და დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან. ევროპის ქვეყნებში ვიზიტების მთავარი მიზანი, კანდიდატის სტატუსის მიღების და გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის მოპოვებაა. ვინაიდან, გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თითოეული წევრის პოზიცია საქართველოსათვის მნიშვნელოვანია.
