"ნაცმოძრაობა" პროცესების რადიკალიზაციით იმუქრება
"ნაციონალური მოძრაობა" ირწმუნება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გუნდის გამაერთიანებელი თემაა, თუმცა ფაქტია, ლიდერი ყველამ მას შემდეგ მოიკითხა, რაც შიდა არჩევნები გადაწყდა და გავლენებისათვის ბრძოლა ფინალურ ეტაპზე გადავიდა. პარტიის შიდა არჩევნებამდე, მსჯავრდებული ლიდერის სასამართლო უნდა შედგეს. კანდიდატებმა დღის წესრიგი ახლა სასჯელის გადავადებაზე ააგეს. გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს, შემდეგ რა მოხდება გუნდში- მელია ლეგიტიმური გზებით ბრძოლას აანონსებს, ხაბეიშვილის ფლანგი- მეტ რადიკალიზმს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
