მიხეილ სააკაშვილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე ისევ უარს აცხადებს
მიხეილ სააკაშვილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე ისევ უარს აცხადებს. პარალელურად, ოჯახის წევრების განცხადებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი აბათილებს. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მსჯავრდებულის პარამეტრები რეანიმაციაში გადაყვანის მდგომარეობას არ შეესაბამება. ომბუდსმენის მიერ დაკომპლექტებული კონსილიუმი კი ირწმუნება, რომ პატიმარი, რომელსაც ციხის სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად, კლინიკა ვივამედის პალატაში მკურნალობენ, საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს. თუმცა ვერც ოჯახში და ვერც ოპოზიციაში ვერ აკონკრეტებენ, რა სამედიცინო სერვისზე არ მიუწვდება ხელი მსჯავრდებულს საქართველოში. მმართველი გუნდისთვის საკითხი პოლიტიკური სპეკულაციაა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
