სახიფათო გზავნილები საქართველოს უსაფრთხოებისთვის
სახიფათო გზავნილები საქართველოს უსაფრთხოებისთვის. უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჩვენს ქვეყანას სოლიდარობას უწუნებს, და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ომში მყოფ სახელმწიფოს, ყველაზე დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. პარალელურად, ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პრემიერ ღარიბაშვილს საქართველოს მოქალაქეების პატივისცემას უწუნებს. საუბარია 5-ი დეკემბრის განცხადებაზე, როდესაც მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს, ნაციონალურ მოძრაობას, ომის პარტია უწოდა და ამავე პარტიის მიერ, ომში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის ორგანიზებაზე პირდაპირ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ორი დღის წინანდელი ნათქვამი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
