"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელეს
"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის სამომავლო სტრატეგიაზე იმსჯელეს. მთავარი თემა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება იყო. ნიკა მელიას მიერ ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ შეკრებას, ლევან ხაბეიშვილი არ დაესწრო, ის, თანამოაზრეებთან ერთად რეგიონში მოსახლეობას ხვდება. შეხვედრის შემდეგ პარტიის მოქმედმა თავმჯომარემ თქვა, რომ პარტიისთვის ახლა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა ყველაზე პრიორიტეტულია და ამისთვის ყველა ლეგიტიმური მეთოდი იქნება ამოქმედებული. ახლა "ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოს 9 დეკემბრის სხდომას ელოდება, რადგან ცნობილია რომ ადვოკატები სასჯელისგან გათავსუფლების ან გადავადების შუამდგომლობას სწორედ ცხრა დეკემბერს დააყენებენ.
