შეუძლია თუ არა საქართველოს, ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს?
შეუძლია თუ არა საქართველოს, ომში მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს? ეს კითხვა აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა დააზუსტა, რომ ,,მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე’’. ის რაც კასიანოვისთვის გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელია , ქართული მხარისთვის პროვოკაციის შემცველია . როგორც საპარლამენტო უმრავლეოსაბაში ამბობენ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რომ უკრაინისთვის სამხედრო რესურსით დახმარება არ შეუძლია, კარგად იცის ყველამ და მსგავსი შინაარსის განცხადებები არის მხოლოდ სპეკულაცია. კასიანოვის შემდეგ საქართველოს მისამართით კრიტიკა, ამერიკელმა ყოფილმა კონგრესმენმაც გამოგზავნა. ადამ კინზინგერმა პრემიერის 5 დეკემბრის განცხადება გააკრიტიკა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტებს ომის პარტია უწოდა, რომელთაც მისი თქმით საქართველოს მოქალაქეები ომში მიყავთ.
