ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ჩვენმა ქვეყანამ ლუქსემბურგშიც მიიღო
ევროპული მომავლის მხარდაჭერა, ჩვენმა ქვეყანამ ლუქსემბურგშიც მიიღო. ნიდერლანდების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ლუქსემბურგში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. განხილვის მთავარი თემები იყო, საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტთანტს შეხვდება, სადაც მართლსაჯულების საკითხებს განიხილავენ.
