მიხეილ სააკაშვილი სრულფასოვნად ისევ ვერ იკვებება, რასაც "ვივამედის" კლინიკური დირექტორი მის ძირითად დაავადებას უკავშირებს
მიხეილ სააკაშვილი სრულფასოვნად ისევ ვერ იკვებება, რასაც ვივამედის კლინიკური დირექტორი მის ძირითად დაავადებას უკავშირებს. რაც შეეხება მის იძულებით კვებას, ექიმი განმარტავს, რომ აქ საუბარი არ არის იძულებითი წესით კვებაზე, არამედ პაციენტთან შეთანხმებით, მისთვის საკვების სპეციალური საშუალებით მიწოდებაზე. დღესვე მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, უარი განაცხადა ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე, რაც სისხლის ნიმუშის აღებას გულისხმობს, რითაც შესაძლებელი იყო მის სისხლში მეტალის შემცველობის დადგენა.
