"ბენდელას" თასი
„ბენდელას სტადიონზე“ აფხაზეთში გმირულად დაღუპული ფეხბურთელის, ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირის „ბენდელას თასის 2022“ წლის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა. გათამაშებაში 2011 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. პლეიოფში ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ორი გუნდი ითამაშებს. ტურნირი სტარტს 13 დეკემბერს აიღებს და 18-ში დასრულდება. „ბენდელას თასის“ წლევანდელ გათამაშებაში, საქართველოს 8 სხვადასხვა რეგიონის გუნდთან ერთად, უზბეკეთის გუნდიც მონაწილეობს. ბენდელას თასის გათამაშება 32 წელია ტარდება.
