უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო
უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. ბუდაპეშტის ეს გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამის სანაცვლოდ ბუდაპეშტი აცხადებს, რომ უკრაინას დახმარებას ორმხრივ საფუძველზე აღმოუჩენს. უნგრეთის ამ პოზიციამ გაერთიანების წევრი სახელმწიფებისა და ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია.
