ვითარება უკრაინაში
2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუგანსკში, დონეცკსა და სევასტოპოლში იქნებიან - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი. ალექსი დანილოვი განმარტავს, რომ ზამთარი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საკვანძო ეტაპი იქნება. რუსული აგრესი უკრაინაში უკვე 286 დღეა გრძელდება. საოკუპაციო ძალების სამიზნე, კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა.
