აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი, ნალექი 8 დეკემბრიდან შეწყდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. დედაქალაქში კი, დღის საათებში 4-6, ხოლო ღამის საათებში მინუს 3 - მინუს 1 გრადუსი იქნება. ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდები, 13 დეკემბრამდე შენარჩუნდება.
