მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დაარსებიდან 40 წლის იუბილე აღინიშნა
მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დაარსებიდან, 40 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებაზე სტუმრები მუზეუმის ისტორიასა და ფოტო-გამოფენას გაეცნენ. წარმოდგენილი იყო მუზეუმთან არსებული ხალიჩის ხელით ქსოვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები. საიუბილეო წლის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობასთან ერთად, დამზადდა საპატიო მედალი - ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობის სიმბოლო, რომელიც კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, მუზეუმისგან გადაეცა.
