თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსა და იტალიის დედაქალაქების მერებმა, ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. შეხვედრის ფარგლებში, ორ ქალაქს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, დოკუმნეტი მოიცავს ურბანული განვითარების, გარემოს დაცვის, კულტურის, ინკლუზიისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს.
