კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა - რადიკალების მიზანი და საფიქრალი
კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა - რადიკალების მიზანიცაა და საფიქრალიც. "ქრონიკას" ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია საიდუმლო საუბრის შესახებ, რომელშიც უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე და "ნაციონალური მოძრაობისა" და მოძრაობა „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი კახაბერ კვეკვესკირი ფიგურირებენ. წყაროს ინფორმაციით, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, საუბრის მთავარი თემა ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისთვის ნიადაგის შემზადება, საქართველოში არეულობის ორგანიზება და ხელისუფლების დამხობაა. ჩვენთან საუბრისას ამ ცნობას ორივე სავარაუდო მონაწილე უარყოფს. საინტერესოა, რომ თავად ნადირაძე ცნობილია თავისი რადიკალური შეხედულებებით და განცხადებებით.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
