თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება
კახა კალაძე დღეს რომის მეტროპოლიტენის მესამე ხაზის მშენებარე სადგურს ეწვია და ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს და მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკას გაეცნო. რომის მეტროპოლიტენის მესამე, ე.წ. „მწვანე ხაზის“ მარშრუტი რომის ისტორიული და კულტურული ღირებულებებით გამორჩეულ არეალზე გადის.
