პასუხი ანდრეი კასიანოვს
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში განაცხადა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, უკრაინას არ მიუღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. ანდრეი კასიანოვის ამ განცხადებას უპასუხეს „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის შეფასებით, კასიანოვმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო ომის მხარედ უნდა დაფიქსირდეს.
