საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნიდერლანდების მხარდაჭერა აქვს - ამის შესახებ განცხადებები ოფიციალურ შეხვედრებზე გაკეთდა
საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას, საქართველოს აქვს პროგრესი და კანდიდატის სტატუსი შეამცირებს რუსეთის ძალისხმევას, რომელსაც სურს, რეგიონზე ისევ ჩამოაფაროს გეოპოლიტიკური რკინის ფარდა- ეს არის ის გზავნილები, რომლებიც შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში გაახმოვანა.
