პრემიერ მინისტრი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
ზურაბ პოლოლიკაშვილი შეხვედრის შესახებ ტვიტერზე წერს: ძალიან ვამაყობ, როდესაც ჩემი სამშობლო უმაღლეს დონეზე უწყობს ხელს ტურიზმის სექტორის განვითარებას. გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია თქვენი პარტნიორია ამ წამოწყებაში. გქონდეთ ჩვენი იმედი ტურიზმის ხელშეწყობასა და ამ კუთხით საქართველოს განვითარების საქმეში- წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი.
