რუსთავში "დამოუკიდებლობის სკვერი" გაიხსნა
სკვერი, თავდაცვის მინისტრმა, რუსთავის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გახსნეს. სივრცე, რომელსაც რუსთაველები დიდების ხეივნის სახელით იცნობდნენ, მთლიანად აღდგენილია. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისთვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მონუმენტები.
