მოზარდებზე თავდასხმა გერმანიაში
გერმანიის სამხრეთ ნაწილში, თავდასხმის შედეგად 14 წლის გოგონა დაიღუპა, 13 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა. მათ თავს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა. თავდამსხმელი დევნილთა ბანაკში მცხოვრები, თავშესაფრის მაძიებელი 27 წლის მამაკაცია, ის და კიდევ ორი ადამიანი პოლიციამ დააკავა.
