ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის კრიტიკა ოპოზიციას
ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ოპოზიციის ნაწილს აკრიტიკებენ. სამწუხაროს უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია კანონმდებლობის შემუშავების პროცესში ჩართული არ არის. საერთაშორისო ექსპერტები ბოიკოტის გამოცხადებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ბოიკოტი არ უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტს. წინასწარი შეფასების შემდეგ, პარლამენტში, საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით განხილვა იწყება, ხვალ სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება და დოკუმენტში ის რეკომენდაციები აისახება, რომლებიც პარლამენტს ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა გადაუგზავნა. იურიდიულ კომიტეტზე კი კანონპროექტებს მუხლობრივად 8 დეკემბერს განიხილავენ. რეფორმამ მთლიანობაში საერთაშორისო ექსპერტებისგან დადებითი შეფასება მიიღო.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
