პუტინი ქერჩში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ქერჩში ჩავიდა და დაზიანებული ხიდით დაინტერესდა, რომელიც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს აკავშირებს. კრემლის ლიდერი მშენებლებს გაესაუბრა, რომლებიც ოქტომბერში აფეთქების შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენაზე მუშაობენ. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც იზრდება იმ ტერიტორიების სია, სადაც საპროტესტო აქციები იკრძალება. აქციების გამართვა აიკრძალება სამთავრობო შენობების, უნივერსიტეტების, სკოლების, ეკლესიების, აეროპორტების და პორტების, რკინიგზის სადგურებისა და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურასთან ახლოს.
