ბრაზილია და ხორვატია მეოთხედფინალში არიან
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის კიდევ ორი მეოთხედფინალისტი ცნობილია. იაპონიისა და ხორვატიის ნაკრები გუნდების შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1-1 დასრულდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ხორვატებმა 3-1 მოიგეს. გამარჯვებულებს შორის საუკეთესო მეკარე დანიელ ლივაკოვიჩი იყო, რომელმაც სამი პენალტი მოიგერია. ხორვატიის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ბრაზილიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც სამხრეთ კორეელები 4-1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრაზილიელებმა გამარჯვება ლეგენდარულ პელეს მიუძღვნეს, რომელიც საავადმყოფოშია.
