ვითარება უკრაინაში
უკრაინაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა ისმის. საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 70-მდე რაკეტა გაუშვა. მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესის ოლქში. ელექტროენერგია არ მიეწოდება მიკოლაევს.
