სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული პორტალის - „სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი ინტერაქტიული პორტალი საქსტატმა გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით მოამზადა, რომლის მიზანია, სტატისტიკურ მონაცემთა წარმოება და გავრცელება ბავშვებისთვის ადვილად აღსაქმელი ფორმებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
