"ცეკვავენ ვარსკვლავები"
მეგაშოუმდე ერთ საათზე ცოტა მეტი რჩება. 22:00 საათიდან ჩვენთან, იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე ეპიზოდი დაიწყება. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული ტური, რომელიც ვარსკვლავურმა წყვილებმა „სუხიშვილებთან“ ერთად მოამზადეს, ქართულ ცეკვას დაეთმო და პროექტი არავის დაუტოვებია. დღეს კი, სამეულების ეპიზოდი გველის. სალომე შანშიაშვილი ესწრება რეპეტიციას და გვეტყვის რა ხდება კულუარებში.