მომავალი პედაგოგების წახალისების მიზნით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აჭარაში სტუდენტებს შეხვდება
მომავალი პედაგოგების წახალისების მიზნით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აჭარაში სტუდენტებს შეხვდება. ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტში ფონდს ათი სტიპენდიანტი ჰყავს. ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა შეკრებილებს პროექტები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. სტუდენტებისთვის გაიმართა სემინარი მასწავლებლის როლისა და თანამედროვე პედაგოგის მნიშვნელობის შესახებ. სემინარი, ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დამფუძნებელმა, ირინა ხანთაძემ ჩაატარა. შეხვედრას წარმატებული პედაგოგები ესწრებოდნენ. პროგრამა “მომავალი პედაგოგი” 2020 წლიდან ხორციელდება. მიზანი პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციაა.
