დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ევროკავშირსა და ავსტრალიასთან ერთად, რუსეთზე ნავთობის ფასების ლიმიტით ზეწოლა დაიწყეს
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ევროკავშირსა და ავსტრალიასთან ერთად, რუსეთზე ნავთობის ფასების ლიმიტით ზეწოლა დაიწყეს. აკრძალვის თანახმად, ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ დადგენილი, რუსული ნავთობის ზღვრული ფასი - ერთი ბარელი 60-ი დოლარი. რუსეთი აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვების ფონზე, ნავთობის გაყიდვაზე უარს იტყვის. როგორც ცნობილია, ოფიციალური მოსკოვი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს მხოლოდ იმ ქვეყნებში გაყიდის, რომლებიც საბაზრო პირობებში მუშაობას განაგრძობენ.
