„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-6 ეპიზოდი დღეს "იმედზე"
ორშაბათი იმედზე ტრადიციულად მეგაშოუს დღეა და ჩვენს მაყურებელს 22:00 საათიდან „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე ეპიზოდი ელის. შეგახსენებთ, რომ გასული ტური, რომელიც ვარსკვლავურმა წყვილებმა „სუხიშვილებთან“ ერთად მოამზადეს, ქართულ ცეკვას დაეთმო და პროექტი არავის დაუტოვებია. დღეს კი სამეულების ეპიზოდი გველის. სალომე შანშიაშვილი ესწრება რეპეტიციას და ტელეიმედის მეოთხე პავილიონიდან მონაწილეებთან ერთად შემოგვიერთდება.