მთავრობის დღევანდელ სხდომაზე , სხვა საკითხებთან ერთად, პენიტენციური კოდექსიც განიხილეს
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე , სხვა საკითხებთან ერთად, პენიტენციური კოდექსიც განიხილეს. ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. ირაკლი ღარიბაშილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა გამოწვევები არსებობდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე და რა პირობებია ახლა. პრემიერის განცხადებით, მთავრობა ამ კოდექსს მხარს დაუჭერს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმდედი გამოთქვა, რომ კოდექსთან მიმართებაში, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება.
