ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე
ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას - მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც პრემიერი განმარტავს, სიახლეა ისიც, რომ ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. ასევე, დამატებით სამი წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის“- აღნიშნავს პრემიერი.
