ეკონომიკური ზრდა და დასაქმების გაზრდილი მაჩვენებელი
იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, ასევე მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 17 პროცენტით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 -ი ათასით და, ჯამში, 723 -ი ათასი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
