ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილი და დანაკლისია. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა. ასე რომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს - აცხადებს პრემიერ მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ოპოზიციის წარმომადგენლები ომში დაღუპული სამხედროების საკითხით, გარკვეული დივიდენდების მიღებას ცდილობენ.
