რუსთავში კიდევ ერთ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
რუსთავში კიდევ ერთ საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. მე-8 საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო პროცესი , სადაც 160 აღსაზრდელი ირიცხება, დღეს განახლდა. სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიენების ოცდაერთ ფილიალში განხორციელდა. ამ ეტაპზე, პირველი ბაღის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია მიმდინარეობს. პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება.
