ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გენერალურმა პროკურორმა . ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის და ტრენინგში მონაწილე სტუდენტებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. კამპანია ,,გახდი ნაფიცი მსაჯულის“ ფარგლებში ჩატარდა და მასში ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტი მიზნად ისახავს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით.
