პოლიტიკური სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობით
ვერშემდგარი ცხელი შემოდგომის შემდეგ, ოპოზიციამ ისევ მიხეილ სააკაშვილის თემა გააცოცხლა. ასე ფიქრობს მმართველი გუნდი იმ ოპონენტების საპასუხოდ, რომლებიც ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დარღვევასა და ჯანმრთელობის გაუარესების ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. უმრავლესობის წევრებს არ აქვთ საფუძველი ეჭვქვეშ დააყენონ პენიტენციური სამსახურის პირველი პირების განცხადებები , რომ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურაზე მიუწვდება ხელი. ოპოზციის ნაწილს კი მიაჩნია, რომ სააკაშვილმა სასჯელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა მოიხადოს, ამით კი საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარება შედარებით განიმუხტება.
