ომის 285-დღე
ომის 285-დღე. უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ბახმუტში უკრაინული პოზიციები რამდენჯერმე დაიბომბა. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი. ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს სუმზე, ნიკოპოლზე, ზაპოროჟიესა და კრივოი როგზეც. მათი სამიზნე გახდა დასახლებული რაიონები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
