შშმ პირთა საერთაშორისო დღე
რა არის შეზღუდული შესაძლებლობა? - ამის პროფესიული განმარტება ნებისმიერ ლიტერატურასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაში შეგხვდებათ, ამიტომ ახლა ამით თავს არ შეგაწყენთ. არსებობს თუ არა შეზღუდული შესაძლებლობა? - მოდით დღეს კითხვა ასე დავსვათ. ადამიანები, რომელთა შესახებაც დღეს გიამბობთ, თავისი ცხოვრებით ამტკიცებენ, რომ შესაძლებლობები სწორედაც რომ შეუზღუდავია, მიუხედავად ცხოვრებისეული ბარიერებისა. მთავარია, რომ ეს გამოწვევა თავად არ აქციო გადაულახავ ბარიერად. როცა ეს გათავისებული გაქვს, მაშინ ოლიმპიურ აუზსაც მხედველებობის გარეშე გადაცურავ და ევროპის ჩემპიონატსაც მოიგებ, როგორც ეს ჩვენმა პარა-მოფარიკავე გოგნებმა კიდევ ერთხელ შეძლეს. დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. თამარ შარიქაძის რეპორტაჟში ეს ადამიანები თავად გიამბობენ, როგორია ყოველდღიურობა პროპლემებით და შეზღუდული შესაძლებლობით, მაგრამ შეუზღუდავი მიზნებით.
