ახალი კამპანია სააკაშვილისთვის სასჯელის ასარიდებლად
ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებული აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, დღის სამ საათზე დაიწყო და განცხადებების შემდეგ, შემდგომ აქციამდე, მალევე დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, ამ პროტესტის მიზანი იყო, ყველას დაენახა და გაეგო ცნობა, როგორც ქვეყნის გარეთ ისე ქვეყნის შიგნით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შეასრულა თუ არა ამ აქციამ თავისი მისია, ალბათ ორგანიზატორებმა უკეთ იციან. ერთი რამ კი ყველასთვის თვალსაჩინო და ადვილად დასანახი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სოლიდარობამაც კი, ჯერ კიდევ თანაგუნდელები, ცალ-ცალკე გზით მიიყვანა და შორი-შორ დისტანციაზე დააყენა. აქცია ქართული ოცნების ოფისთან გაიმართა, მაგრამ როგორც გაირკვა მმართველი ძალის წარმომადგენლები დღეს იქ არ იმყოფებოდნენ, თუმცა დღევანდელ პროტესტს მაინც გამოეხმაურნენ. მეგი ნარსავიძე გვიამბობს დღვანდელი აქციის შესახებ.
