უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
გამოშვებას სამწუხარო ინფორმაციით ვიწყებთ. დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამ ინფორმაციას თავად მებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო არკვევს დეტალებს. გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერშს შეეწირა. დონეცსკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია. ოკუპანტები, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.
