თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე ბულგარეთის ელჩს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს ევრო კავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას. ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია როგორც ექპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მოიცავს ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.
